ID ბარათი

თეა წულუკიანი: ID ბარათების აღება შესაძლოა არჩევითი გახდეს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იუსტიციის სახლს ეწვია და ID ბარათის მისაღებად განაცხადი შეიტანა. როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, ID ბარათების აღება შესაძლოა არჩევითი გახდეს.

"მე ავიღე ბარათი და მგონია, რომ ეს ერთ-ერთი გზაა, რომ თანამედროვე ადამიანმა ცხოვრება გაიადვილოს. არ არის გამორიცხული, ჩვენ დავიწყოთ ფიქრი იმაზე, არჩევითი ხომ არ უნდა იყოს და არჩევანის უფლება ხომ არ უნდა მივცეთ იმ მორწმუნე მოქალაქეებს, რომლებსაც არ უნდათ ID  ბარათის აღება. ყოველ შემთხვევაში მე, როგორც მართლამდიდებელმა მორწმუნემ, ჩავთვალე საჭიროდ, რომ ID ბარათი მჭირდებოდა და მოვედი დღეს მის ასაღებად", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტრომ ბარათების გაცემა საქართველოში 2011 წლის 1 აგვისტოს დაიწყო.

კომენტარები