ხანძარი ისრაელში

ძლიერი ხანძრის გამო ისრაელის ქალაქ ხაიფადან ათობით ათასი ადამიანია ევაკუირებული

ისრაელი
AP

ტყის ძლიერი ხანძრის გამო ისრაელის სიდიდით მესამე ქალაქ ხაიფადან ათობით ათასი ადამიანია ევაკუირებული. ხანძარს, რომელიც გრძელვადიან გვალვას მოჰყვა, ძლიერი ქარი გავრცელებაში ხელს უწყობს.

თუმცა, ისრაელის ხელისუფლება ხანძრის ხელოვნურად გაჩენასაც არ გამორიცხავს. "ყველა, ვინც ცდილობს ისრაელის სახელმწიფოს ნაწილები დაწვას, უმკაცრესად დაისჯება", - თქვა პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

საავადმყოფოში 130-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი, რომლებიც ძირითადად კვამლით არიან მოწამლული.

2010 წელს ხაიფას სამხრეთ ნაწილში გაჩენილ ტყის ხანძარს 42 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები