საქართველოს პარლამენტი

პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომა დანიშნა - 26 ნოემბერს, პარლამენტი მთავრობას კენჭს უყრის

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დანიშნა.

შაბათს, 26 ნოემბერს, 12:00-დან პარლამენტი საქართველოს მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" განიხილავს.

იმავე დღეს, მე-9 მოწვევის პარლამენტი საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას კენჭს უყრის და ნდობას გამოუცხადებს.

დღეს მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტის კომიტეტებში დაუჭირეს მხარი. ხვალ კი, განხილვები რაქციების და უმრავლესობა-უმცირესობის ფორმატში გაგრძელდება. 

ცნობისთვის, მინისტრთა კანდიდატებს შორის, მხოლოდ სამი ახალი სახეა - ევროინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე, რეგიონული ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრობის კანდიდატი ზურაბ ალავიძე და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი - გიორგი გახარია.

კომენტარები