საქართველოს თავდაცვა

იზორია: თავდაცვის სამინისტროში სერიოზულ ოპტიმიზაციას ვგეგმავთ

police.ge

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ლევან იზორია სამინისტროს ოპტიმიზაციას გეგმავს, ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"დაინიშნა გენშტაბის ახალი უფროსი. შესაბამისად, გარკვეული რეორგანიზაცია იგეგმება გენშტაბში. ვგეგმავთ სერიოზულ ოპტიმიზაციას თავდაცვის სამინისტროს ფარგლებში, რათა მოხდეს გარკვეული თანხების მობილიზება იმისთვის, რომ ჩვენი საბრძოლო მზადყოფნა იყოს უფრო მაღალი. მეტი თანხები ჩაიდება ინფრასტრუქტურაში, აღჭურვილობის შეძენაში, რათა ის კრიტერიუმები, რომლებიც ეხება წვრთნების კომპონენტს, იყოს მაქსიმალურად  უზრუნველყოფილი", - თქვა იზორიამ.

მინისტრობის კანდიდატებს დღეს კომიტეტებში უსმენენ. ხვალ მინისტრობის კანდიდატები შეხვედრებს უკვე ფრაქციების და უმრავლესობა-უმცირესობის ფორმატში განაგრძობენ

რიგგარეშე სესია, სადაც მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადონ, შაბათს, 12:00-ზე გაიხსნება.

კომენტარები