საქართველოს თავდაცვა

თბილისში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალი დასრულდა

ტაბულა

თბილისში საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალი დასრულდა.

მხარეები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავდნენ. მათ ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე ყურადღება გაამახვილეს თავდაცვის მიმართულებით სამი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მინდია ჯანელიძის თქმით, სამი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობა არავის წინააღმდეგ არაა მიმართული და ის მხოლოდ რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებას ემსახურება.

„ჩვენი თანამშრომლობა მიმართულია რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისკენ, მშვიდობის განმტკიცებისკენ. ჩვენი თანამშრომლობა არავის წინააღმდეგ, არცერთი მხარის წინააღმდეგ მიმართული არ არის. ეს არის მიმართული მხოლოდ და მხოლოდ რეგიონში სტაბილურობისკენ, მშვიდობისკენ და ჩვენი ქვეყნების შეიარაღებული ძალების განვითარებისკენ“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

დღესვე აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს.

კომენტარები