ესტონეთი

ესტონეთის პრემიერმინისტრი რუსეთთან ასოცირებული პარტიის წევრი იური რატასი გახდა

http://g1.nh.ee/

ესტონეთის ცენტრისტული პარტიის ლიდერი პრორუსი იური რატასი, ესტონეთის პრემიერმინისტრად დაასახელეს. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრისტული პარტია ესტონეთის პარლამენტში მანდატების რაოდენობით მეორე ადგილზეა, პარტია დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა მთავრობის დაკომპლექტებაში მონაწილეობას. ცენტრისტული პარტია ესტონეთში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ასოცირდება, რომლის მხარდამჭერების დიდი ნაწილი ეთნიკურად რუსი, ესტონეთის მოქალაქეები არიან. ტალინის აწ უკვე ყოფილი მერის, მომავალი პრემიერმინისტრის იური რატასის მტკიცებით, ესტონეთი NATO-სა და ევროკავშირის ერთგული დარჩება.

"ვაფასებთ ევროკავშირს და მის ერთობას, ჩვენი ერთგულება NATO-ს მიმართაც მტკიცეა. ესტონეთი მხარს უჭერს ევროკავშირის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში. ოფიციალურმა კრემლმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და საკუთარი მეზობლების სუვერენიტეტს", - აღნიშნა ესტონეთის ესტონეთის მომავალმა პრემიერმინისტრმა იური რატასმა. 

პოლიტიკური სიტუაცია ესტონეთში არამდგრადი მას შემდეგ გახდა, რაც მემარჯვენე ცენტრისტული რეფორმების პარტია 9 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა. ცენტრისტულმა პარტიამ მოახერხა კოალიცია შეექმნა მემარცხენე სოციალ-დემოკრატებთან და მემარჯვენე კონსერვატიულ IRL (Isamaa ja Res Publica Liit) პარტიასთან. ახალი კოალიციური მმართველობა ესტონეთში ორშაბათს, 28 ნოემბერს დამტკიცდება. 

კომენტარები