თბილისის მერიის ინფორმაციით, ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოების გამო 24 ნოემბერს, თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, საავტომობილო გზა რამდენიმე საათით გადაიკეტება.
ავტოსატრანსპორტო საშუალებები ალტერნატიული მარშრუტით იმოძრავებენ: აღმაშენებლის ხეივნიდან საავტომობილო ნაკადი გადაერთვება მინდელის სახელობის ხიდების (გლდანის ხიდების) მიმართულებით, გაივლის სარაჯიშვილის გამზირს და ზაჰესის დასახლების გავლით მოხვდება ცენტრალურ ავტომაგისტრალზე.

ფოტო: თბილისის მერია
მერიის ცნობით, ამ დროისთვის, უკვე დასრულდა ხიდის ბურჯების მოწყობა. "მიმდინარეობს მალის ნაშენის მონტაჟი, რისთვისაც კონტრაქტორმა კომპანიამ სპეციალური ტექნიკა - 300 ტონიანი ამწე აზერბაიჯანიდან შემოყვანა. შემდეგ ეტაპზე დაიგება რკინა-ბეტონის ფილები და მოეწყობა ასფალტის ახალი საფარი. მალის დამონტაჟება 24 ნოემბერს დაიწყება", - აცხადებენ მერიაში.





