საბურთალოზე, ზ. ბოლქვაძის ქუჩაზე ნაპოვნი ცხედრის იდენტიფიცირების პროცესი კვლავ გრძელდება. როგორც მეზობლები ყვებიან, დაახლოებით 1 თვის განმავლობაში სპეციფიკურ სუნს გრძნობდნენ, შემდეგ კი სამართალდამცველებს მიმართეს. პოლიცია ადგილზე გუშინ ღამით მივიდა.
პოლიციამ დაკითხა იმ სათავსოს პატრონი, სადაც ცხედარი ნახეს. მისი თქმით, ოთახი არ იკეტება და შესაძლოა, სხვა ადგილიდანაც მიიტანეს გვამი.
არსებული ინფორმაციით, ცხედარი დანაწევრებული იყო.
გამოძიება სსკ 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.





