საქართველოს პატრიარქი ილია მეორე 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მრევლს დალოცავს.
„იმის გამო, რომ რუსეთის პატრიარქის იუბილე ემთხვევა გიორგობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე მოსკოვში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ჩაატარებს ლოცვას და იქ მყოფ ქართველ მრევლს დალოცავს. ეს ძალიან დიდი სიხარული იქნება მათთვის, თანადგომა, ნუგეში, ლოცვა- კურთხევა პატრიარქისგან და მილოცვა წმინდა გიორგის დღესასწაულთან დაკავშირებით", - ამბობს ინტერპრესნიუსთან საუბარში საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე გერასიმე შარაშენიძე.
საქართველოს პატრიარქი ილია მეორე რუსეთში 18 ნოემბერს გაემგზავრა. მან რუსეთის პატრიარქის, კირილის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.