პატრიარქი რუსეთში

პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ, ილია მეორე რუსეთში გაემგზავრება

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას დაესწრება, რის შემდეგაც, ქუთაისის აეროპორტიდან რუსეთში გაემგზავრება.

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს 19 ნოემბერს შეხვდება. 20 ნოემბერს კი მაცხოვრის ტაძარში საერთო წირვა შესრულდება. ამის შემდეგ, რუსეთის პატრიარქი საზეიმო მიღებას გამართავს, რომელიც მისი დაბადების 70 წლის იუბილეს ეძღვნება.

ილია მეორე საქართველოში 25 ნოემბერს დაბრუნდება.

კომენტარები