მკვლელობა

დოლიძის ქუჩაზე მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს, სავარაუდოდ, ჩანთაში მოთავსებული

თბილისში დოლიძის ქუჩაზე ერთ-ერთ კორპუსში გვამი აღმოაჩინეს, მომხდართან დაკავშირებით ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ გამოძიება 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც მკვლელობას გულისხმობს. 

შსს-ში არ აზუტსებენ თუ სად იქნა აღმოჩენილი მიცვალებულის სხეული, ასევე ამ დროისთვის უცნობია გარდაცვლილის სქესი და ვინაობა, თუმცა ტაბულას წყაროს ცნობით, მამაკაცის გვამი კორპუსის სარდაფში აღმოაჩინეს და ის ჩანთაში იყო მოთავსებული. 

კომენტარები