რაც შეეხება გადატრიალებასთან დაკავშირებით ჩვენს გამოსვლებს, კიდევ ერთხელ, ამ შემთხვევაშიც, მინდა მთელი პასუხისმგებლობა ავიღო იმ განცხადებაზე, რომელიც ამ მცდელობასთან დაკავშირებით კეთდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში. მე დღეს ძალიან მიხარია, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა დიდი ნაწილიც კი, უკვე ფაქტობრივად ემიჯნება იმ გეგმას, რომლის ჩაშლაზე ასე დანანებით საუბრობს თქვენი ყოფილი ლიდერი ბატონი მიხეილ სააკაშვილი. კიდევ ერთხელ, თითოეულ განცხადებაზე, რომელიც დაკავშირებული იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ. ეს იყო ფაქტი, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ინფორმაცია და ამ ინფორმაციების წყაროებიც არაერგზის დავაკონკრეტეთ.
საქართველოს პარლამენტი
კობახიძე: გადატრიალების მცდელობაზე ჩვენს გამოსვლებზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ
tbl.ge/20f5
დაკოპირდა

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ამავე თემაზე
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ
- პაპუაშვილი, მახაშვილი და სამხარაძე უნგრეთში ვიზიტით გაემგზავრნენ




