საქართველოს პარლამენტი

ზურაბიშვილი: მედიათავისუფლების პრობლემა არ არსებობს, R2-ზე კითხვები არ მაქვს

ტაბულა

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში მედიათავისუფლების პრობლემა არ არსებობს. დეპუტატმა გიორგი მარგველაშვილის დღევანდელი საპარლამენტო გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის "დამრიგებლურმა ტონმა" გააკვირვა.

"საინტერესო იყო პრეზიდენტის გამოსვლა, ცოტა დამრიგებლის ტონმა გამაოცა, მაგრამ ესეც გასაგებია. არის მიმართულებები, რომელიც მიმაჩნია ძალიან საინტერესოდ - მართლმსაჯულების და პოლიტიკური პატიმრების საკითხის ბოლომდე მიყვანა. დანარჩენი ცოტა მოძველებული თემებია, მედიათავისუფლების პრობლემა ამ ქვეყანაში, არ არსებობს და ველაპარაკები ყველანაირ მედიას, რომელიც არის წარმოდგენილი. მედია დასაცავია ბოლომდე, მაგრამ ის, რომ ეს იყოს დღევანდელი პრობლემა - არა მგონია. სამწუხაროდ, გამიკვირდა ის, რომ პრეზიდენტმა არ ახსენა ერთი მნიშნელოვანი საკითხი - უცხოეთში მყოფი ქართველების ბედი. მილიონ-ნახევარი ცხოვრობს საზღვარგარეთ და დაავიწყდა პრეზიდენტს", - თქვა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, "თქვენ ამბობთ, რომ ქვეყანაში მედიათავისუფლების პრობლემა არ არსებობს, მაგრამ რუსთავი ორის საქმე სასამართლოშია და არსებობს კითხვის ნიშნები", დეპუტატი პასუხობს - "მე კითხვები არ მაქვს".

მეცხრე მოწვევის პარლამენტი დღეს პრეზიდენტის სიტყვით გაიხსნა.

კომენტარები