საქართველოს პარლამენტი

მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ, 18 ნოემბერს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტმა მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ოფიციალურად დანიშნა. შესაბამის აქტს გიორგი მარგველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. ახალი პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოში 18 ნოემბერს, 12:00 საათზე შეიკრიბება.

აღსანიშნავია, რომ პირველი სხდომის დრო ემთხვევა ქართული ოცნების დეპუტატების მიერ დაანონსებულ თარიღს. თუმცა, უმრავლესობის დეპუტატების განცხადებებს, რომ პარლამენტი პირველად 18 ნოემბერს შეიკრიბებოდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკა მოჰყვა. პრეზიდენტის შეფასებით, დეპუტატებმა თარიღთან დაკავშირებით, ნაჩქარევი განცხადებები გააკეთეს.

კომენტარები