სკოლის მიმართულებით რამდენიმე ცენტრალური პრობლემაა, რომლის მოგვარებასაც ვაპირებთ. ერთი პრობლემა არის სკოლის დანიშნულების და კონცეფციის გააზრება. რა არის სკოლის მიზანი, რისთვის ამზადებს სკოლა?! დღევანდელი სკოლა არის მისადაგებული იმას, რომ მოამზადოს გამოცდებისთვის, ბავშვმა ჩააბაროს უმაღლესში. კონცეპტუალურად მთელ მსოფლიოში ითვლება, რომ სკოლა ამზადებს სრულფასოვანი ჰარმონიული ცხოვრებისთვის. ამის გადაწყვეტა სუპეკრიტიკულია, მთელი ერის გადასაწყვეტია. მე მომხრე ვარ, რომ სკოლა განვიხილოთ როგორც ცხოვრებისთვის მომზადების ინსტრუმენტი - მათ შორის ურთიერთობებისთვის, ოჯახში თუ საზოგადოებაში. მოკლედ, ერთი რაც სკოლაში უნდა გადავწყვიტოთ ყველამ ერთად, ისაა, სკოლა გამოცდებისთვის მოსამზადებელი რაღაცაა, თუ ცხოვრებისთვის. მე ვაპირებ, შეძლებისდაგვარად დავიცვა მოსაზრება, რომ ცხოვრებისთვის მოსამზადებელია. თუ დავადგენთ, რომ ეს ასეა, სკოლის სასწავლო პროგრამა ამას უნდა მიესადაგოს.
tbl.ge/206q
დაკოპირდა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სასკოლო განათლების შესახებ.