სასკოლო განათლება

ქადაგიძე: სასკოლო განათლებაში აუცილებელია ძირეული ცვლილებები

ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის სასკოლო განათლებაში აუცილებელია ძირეული ცვლილებები. თუ რამდენად დრამატულია ვითარება, კიდევ ერთხელ ჩამოვწერ:

1. განათლების ბიუჯეტი/მშპ-სთან - საქართველო 2,8%, ევროპის საშუალო - 5,75%, ესტონეთი 6,09%
2. დაფინანსება ერთ მოსწავლეზე - საქართველო $425, ევროპის საშუალო -$9,312, ესტონეთი $6,518
3. სკოლის მასწავლებლის ხელფასი, საშუალოდ - საქართველო $192, ევროპის საშუალო - $3,133, ესტონეთი - $1041
4. წაკითხულის გააზრების მაჩვენებელი (15 წლის ასაკის მოზარდებს შორის) - ჩამოვრჩებით ინდონეზიას, რუსეთს, ვენესუელას.
5. მათემატიკური უნარების და საბუნებისმეტყველო საგნების მაჩვენებელი - ჩამოვრჩებით ყაზახეთს, ურუგვაის, ალბანეთს.
6. პედაგოგების (დაწყებითი კლასების) 39.2% ფიქრობს, რომ ინგლისური ენა საფრთხეს უქმნის ქართულ ენას.
7. პედაგოგების 52.9 % ფიქრობს, ეთანხმება, რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, რომელმაც არ იცის ქართული, უნდა ჩამოერთვას მოქალაქეობა.
8. პედაგოგების 74.9% ფიქრობს, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები საფრთხეს უქმნიან საზოგადოებას.
9. პედაგოგების 83.8% ფიქრობს, რომ არატრადიციული რელიგია (სექტები) საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოებრიობას.
10. პედაგოგების 46.6. % ღიზიანდება, როდესაც ადამიანები მისთვის გაუგებარ ენაზე საუბრობენ.

საქართველოში ყოველწლიურად 40 ათასი მოზარდი ამთავრებს სკოლას, მათი უნარების და ცოდნის კონკურენტულობაზე დასკვნების გამოტანა რთული არ უნდა იყოს.

პ.ს. ცხადია, ყველას გვყავს მასწავლებელი, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენი ღირებულებების ჩამოყალიბებაში. აქ საუბარია ზოგად სურათზე და არა კონკრეტულ მასწავლებლებზე, რომლებიც ფასდაუდებელ საქმეს აკეთებენ ჩვენი მომავალი თაობებისთვის.

წერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე Facebook-ში.

კომენტარები