კრიმინალი

შსს: ქობულეთის რაიონში პირმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა

Getty Images

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცნობით, სამართალდამცველებმა მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ გ.თ. ქობულეთის რაიონის სოფელ ალამბრის გზაზე ცეცხლსასროლი იარაღით, ავტომობილით გადაადგილდებოდა, გადამოწმების მიზნით, მას გაჩერება მოსთხოვეს. უწყების ინფორმაციით, გ.თ. არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას, მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა და პოლიციის ავტომანქანას შეეჯახა. შსს-სვე ცნობით, 1975 წელს დაბადებული გ.თ წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია.

"ორმხრივი სროლისას გ.თ. მსუბუქად დაიჭრა. იგი სამართალდამცველებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან "ბაიკალის" სისტემის პისტოლეტი და 4 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო", - წერია უწყების განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ს 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც პოლიციის მიმართ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ძალადობით ჩადენილი წინააღმდეგობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები