საქართველოს პარლამენტი

ენმ: ყველა საპარლამენტო ბერკეტს ავამუშავებთ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ

ირმა ნადირაშვილი
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ირმა ნადირაშვილის თქმით, უახლოეს დღეებში გადაწყდება, როგორი კონფიგურაციით იქნება წარმოდგენილი ენმ პარლამენტში. მან აღნიშნა, რომ ენმ ორი ფრაქციის შექმნას აპირებს, თუმცა, ეს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის. 

"გადაწყვეტილია, რომ ნაციონალური მოძრაობა აპირებს, გამოიყენოს თავისი კვოტები კომიტეტებში, დელეგაციებში, იმისთვის, რომ ყველა საპარლამენტო ბერკეტი იყოს ამუშავებული ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ", - ამბობს ნადირაშვილი.

მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 19 ნოემბერს გაიმართება. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში 27 დეპუტატი ეყოლება.

კომენტარები