ვაკის და საბურთალოს რაიონების ნაწილს ხვალ დილით ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. კომპანია თელასი მიზეზად ელექტროგადამცემ ხაზზე მეხდამცავი გვარლის მონტაჟს ასახელებს.
კერძოდ, 13 ნოემბერს, 07:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, ვაჟა-ფშაველას III, IV, V, VI, VII კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს I, II, III, IV მიკრორაიონების, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ფერდობის, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, ქავთარაძის, მინდელის, უცნობი, გამრეკელის, მარგიანის, თოფურიას, თავხელიძის, მაღალაშვილის, ჩხეიძის, გეგეჭკორის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის და გაბაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.





