ალექსანდრე ჯეჯელავა

ჯეჯელავა: ჩვენი ზღაპრები არ შეესაბამება საზოგადოების ამჟამინდელ ფასეულობებს

ქართული საზოგადოების საჭიროება 21-ე საუკუნეში უფრო სწრაფად შეიცვალა, ვიდრე მოასწრო შეცვლა განათლების სისტემამ. ერთი განსაკუთრებული ჩავარდნა, მაგალითად, ეხება ჩვენს ზღაპრებს, რომლებიც არ შეესაბამება საზოგადოების ამჟამინდელ ფასეულობათა სისტემას ... დოგმატური არ უნდა ვიყოთ ამ ნაწილში. ზოგიერთმა მშობელმა შეცვალა “წითელქუდა” და ისე უყვება ბავშვს, რომ იქ ნაკლები ძალადობაა. ჩვენ ამას ხელი უნდა შევუწყოთ. ასევე არ მომწონს, მაგალითად, ყველა ქართველი ბავშვი კომპიუტერთან რომ დამწკრივებულა და Маша и Медведь-ს უყურებს. მერე თუ ვინმეს უკვირს რუსეთის მიმართ მეგობრული განწყობა, არ უნდა გაუკვირდეს, რადგან ამ ასაკში თავში ჩაბეჭდილი ძალიან დიდი გავლენას ახდენს მთელ შემდგომ ცხოვრებასა და აზროვნებაზე.

განათლების და მინისტრის ინტერვიუ Forbes Georgia-სთან, 2016 წლის აგვისტოს ნომერი.

კომენტარები