ალექსანდრე ჯეჯელავა

ჯეჯელავა: მაიმუნში პრიმატი ვიგულისხმე და არა ადამიანი

საუბარი არის მექანიკურ შემოხაზვაზე, ტესტებში ვინც ერკვევა, იცის - "პასტა" რომ დაიჭირო და შემთხვევით გადაჯღაბნო ნებისმიერი ვარიანტები, რა ალბათობა გაქვს, რომ მოხვდე. სამწუხაროდ, ჩვენი ეროვნული გამოცდების თამასა ჯერჯერობით იმდენად დაბალია, სრულიად შემთხვევით რომ შემოხაზო პასუხები, რობოტი იქნება, მაიმუნი თუ ადამიანი, შვიდში ერთი შანსი გაქვს, რომ "გაარტყა".

ამაზე იყო სწორედ საუბარი. რა თქმა უნდა, იქვე დავაზუსტე, რომ ადამიანს არ ვგულისხმობ და ვგულისხმობ პრიმატს. საუბარი იმაზეა, რომ შანსი, რომ შემთხვევითი შემოხაზვით ტესტში წარმატებას მიაღწიო, არ უნდა არსებობდეს. უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრის ალბათობის შემთხვევითობაზე დატოვება დაუშვებელია ანუ მომავალში ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა ბარიერის დაწევაზე, არამედ აწევაზე.

განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას ტელეკომპანია მაესტროსთან ინტერვიუში განმარტავს. ცნობისთვის, ფორუმზე მინისტრმა თქვა, რომ "3 წლის წინ, ეროვნული გამოცდების ბარიერი 21 ქულა იყო. ეს ნიშნავს - 3 მაიმუნი რომ შეგეშვა და უბრალოდ შემოეხაზათ, 1 მაინც ჩააბარებდა. ჩვენ ბარიერი ავწიეთ და ახლა 7 მაიმუნიდან 1 აბარებს. ჩვენი მიზანია, მაიმუნებმა ვერ ჩააბარონ ეროვნული გამოცდები".

კომენტარები