ალექსანდრე ჯეჯელავა

ალექსანდრე ჯეჯელავას კომპანიამ ბიუჯეტიდან 419 ათასი ლარი მიიღო

ტაბულა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას მიერ დაფუძნებულმა კომპანია "მართვის აკადემიამ" ჯეჯელავას მინისტრად დანიშვნის შემდეგ ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების შედეგად ბიუჯეტიდან 419 ათასი ლარი მიიღო. ჯეჯელავას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კომპანიის გენერალური დირექტორი მისი მეუღლე ნატალია მუხადგვერდელია.

"მართვის აკადემიამ" ყველაზე დიდი 235 200-ლარიანი კონტრაქტი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსგან მიიღო. აღნიშნული თანხით კომპანიამ დამწყები ბიზნესებისთვის სპეციალური "ბიზნეს ინკუბატორის" პროექტი განახორციელა. აღნიშნული ხელშეკრულება "მართვის აკადემიამ" უკონკურსოდ მოიპოვა. ინოვაციების სააგენტომ კომპანიასთან კონტრაქტი 2017 წლის 3 იანვარს გააფორმა.

"მართვის აკადემიამ" 2016 წლის 20 დეკემბერს მოიგო სახელმწიფო ქონების სააგენტოს 18 100-ლარიანი ტენდერი, ასევე 2017 წლის 7 მარტს ეროვნული ბანკის 8800 ლარიანი ტენდერი. ასევე 2016 წლის 7 ივლისს სახელმწიფო ელექტროსისტემის 2288-ლარიანი ტენდერი.

"მართვის აკადემიამ" 2016 წლის 1 ივნისს, ჯეჯელავას მინისტრად დანიშვნამდე ორი დღით ადრე ინოვაციების სააგენტომ "მართვის აკადემიასთან" ისევე უკონკურსოდ გააფორმა 155 080 ლარიანი ხელშეკრულება. მართალია ხელშეკრულების გაფორმება ჯეჯელავას საჯარო სამსახურში დანიშვნამდე ორი დღით ადრე მოხდა, თუმცა კომპანიამ კონტრაქტით გათვალისწინებული თანხები ჯეჯელავას დანიშვნის შემდეგ მიიღო. 

კომენტარები