როგორც ვატყობ, პარლამენტში შესვლა-არშესვლისა და მეორე ტურში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე ხელახლა გაიხსნა დისკუსია. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემ პოზიციას - ეს იყო და არის განვითარებისა და ბრძოლის გაგრძელების ერთადერთი სწორი გზა, რომელიც არ გამორიცხავს სხვა მეთოდების გამოყენებას ან ახლა ან მომავალში. კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი: ეს არ იყო არავის ახირება ან ხუშტური. გადაწყვეტილება მიღებული იქნა კონსულტაციების შემდეგ და ღიად. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა (როგორც ვატყობ, გაგების პრობლემაა, ამიტომ, დამარცვლილად ჩამოვთვლი) - ა) პოლიტიკური საბჭოს აბსოლუტურმა უმრავლესობამ. ბ) მომავალი პარლამენტის წევრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ. გ) ენმ-ის საპარალამენტო კანდიდატების აბსოლუტურმა უმრავლესობამ. დ) თბილისის და რეგიონალური პარტიული აქტივის უმრავლესობამ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
თარხნიშვილი: პარლამენტში შესვლა ბრძოლის გაგრძელების ერთადერთი სწორი გზაა
tbl.ge/1zw0
დაკოპირდა

წერს ენმ-ის წევრი ლევან თარხნიშვილი Facebook-ში.
ამავე თემაზე
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა




