ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაზე კენჭისყრის შედეგებს ასაჯაროებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 4 ნოემბრის პოლიტსაბჭოზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე კენჭისყრის შედეგებს აქვეყნებს. ენმ შედეგების გასაჯაროებას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ხსნის. 4 ნოემბრის პოლიტსაბჭოს სხდომას 60-დან 47 წევრი ესწრებოდა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 29 წევრმა, წინააღმდეგ წავიდა - 11, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია 5 წევრს, ხოლო სხდომას არ ესწრებოდა პოლიტსაბჭოს 13 წევრი. ამასთან, ენმ-ის ცნობით, კენჭისყრის დროს პოლიტსაბჭოს ორი წევრი დავით ბაქრაძე და დავით დარცმელიძე დარბაზში არ იმყოფებოდნენ, თუმცა ისინი მოგვიანებით დაბრუნდნენ სხდომაზე და ითხოვეს მათი ხმების დაფიქსირება მომხრედ.

მომხრე: ახვლედიანი მამუკა, ბალავაძე ვახტანგ, ბარამიძე გიორგი, ბობოხიძე აკაკი, ბოკერია გიორგი, გაბაშვილი გიორგი, გოგორიშვილი ხათუნა, გუნავა თენგიზ, დარჩიაშვილი დავით, თარგამაძე გიორგი, თარხნიშვილი ლევან, თევდორაძე გიორგი, კანდელაკი გიორგი, კედელაშვილი ზაზა, ბოკუჩავა თინათინ, ლონდარიძე ტარიელ, მაჭავარიანი მიხეილ, მჭედლიძე ქეთევან, ნადირაშვილი ირმა, რატიანი სერგო, სუბელიანი კობა, ღვინიაშვილი გიორგი, ჩილინგარაშვილი ზურაბ, ჩიტაშვილი ვაჟა, ჩიქოვანი მამუკა, ცისკარიშვილი პეტრე, წერეთელი გიორგი, ჭიაბერაშვილი ზურაბ, ჯავახაძე ელენე. (ასევე, დავით ბაქრაძე და დავით დარცმელიძე, რომლებმაც მოგვიანებით ითხოვეს თავიანთი ხმის დაფიქსირება).

წინააღმდეგი: ბიბილაშვილი ზაზა, თაქთაქიშვილი ჩიორა, მეგრელიძე ომარ, მელიქიშვილი ზურაბ, მინაშვილი აკაკი, ხაბაზი კობა, საჯაია მარიამ, წიკლაური ნუგზარ, კარბელაშვილი გიორგი, ლემონჯავა ვახტანგ, კალანდაძე ნინო.

სხდომას არ ესწრებოდა: ბეჟაშვილი ლევან, ბუცხრიკიძე კახა, კუპრავა გოჩა, ლეჟავა პაატა, მახარაძე მიხეილ, ნადირაძე ირაკლი, ნიკოლაიშვილი რამაზ, სულეიმანოვი აზერ, მერაბიშვილი ივანე, უგულავა გიგი, პეტროსიანი სამველ, ხერხეულიძე ეკატერინე, ტყეშელაშვილი დავით.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია - კირკიტაძე დავით, ოჩიაური ხათუნა, პატარაია გიორგი, ქავთარაძე ირაკლი, ვარშალომიძე ლევან.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭომ 4 ნოემბრის სხდომაზე მიიღო განცხადება, რომლითაც დაგმო შეთქმულების თეორიები ენმ-ის ლიდერების და ბიძინა ივანიშვილის გარიგებაზე.

კომენტარები