საქართველოს პარლამენტი

კახიძე: საპარლამენტო თანამდებობების განაწილებაზე ჯერ არ გვიმსჯელია

ნაციონალური მოძრაობისთვის არ არის პრიორიტეტული საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილება. როდესაც ამის დრო მოვა, პარტია შეთანხმდება. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ მსჯელობა არ გაგვიმართავს. ქართულ ოცნებას მართავს არაფორმალური წინამძღოლი ბიძინა ივანიშვილი და ეს ადამიანები არიან მისი დაკვეთების შემსრულებლები, ამიტომ ტექნიკურად ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ის, რომ საკვანძო პოზიციებს იკავებენ ქალბატონი ეკა ბესელია და მანანა კობახიძე, ეს უკვე მრავლისმეტყველია, ვინაიდან 4 წლის განმავლობაში მათგან არ გვახსოვს არცერთი პოზიტიური ინიციატივა. ქსენოფობიური განცხადებებით დაამახსოვრეს თავი საზოგადოებას. კობა კობალაძის წარდგენა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ნიშანდობლივია, რადგან ჩვენთვის მიუღებელია ამგვარი კანონმდებლების დასახელება, როდესაც ქვეყნის უშიშროებას და თავდაცვას ეხება საქმე.

ენმ-ის წევრი ოთარ კახიძე საპარლამენტო თანამდებობების განაწილებაზე.

კომენტარები