საქართველო-იტალია

საქართველოში იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დღეს იწყება

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილიონი
RAI news

დღეს საღამოს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილონი ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში პაოლო ჯენტილიონი 6-7 ნოემბერს შეხვდრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლიბი პრესკონფერენცია.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში იტალიის საელჩოსა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო გამოსვლა თემაზე - "იტალია-საქართველოს ურთიერთობები და ევროპის მომავალი".

ვიზიტის ფარგლებში პაოლო ჯენტილონი ასევე ეწვევა იუსტიციის სახლს, სადაც გაეცნობა საქართველოს რეფორმებს საჯარო სერვისების სფეროში. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი პატივს მიაგებს საქართველოს დაღულული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო ვიზიტი საქართველოში 2008 წლის სექტემბერში გაიმართა.

კომენტარები