მკვლელობა

ქუთაისში ლომბარდის თანამშრომელს თავს დაესხნენ და მოკლეს

დღეს საღამოს ქუთაისში ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია 45 წლის მამაკაცი, მას ორი ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნება.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მსხვერპლი ლომბარდში მუშაობდა, შემთხვევა კი სამუშაო დღის დასრულების შემდეგ მაშინ მოხდა, როდესაც გარდაცვლილი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა. თვითმხილველთა თქმით, გარდაცვლილს ნიღბიანი პირი დაესხა თავს, რასაც რამდენიმე გასროლის ხმა მოჰყვა. 

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

კომენტარები