ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომაზე ჯერჯერობით ახალი თავჯდომარის არჩევა არ განიხილება

ამ წუთებში ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. ტაბულას ჟურნალისტის ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე წევრები სამოქმედო გეგმას განიხილავენ.

ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომაზე ჯერჯერობით პარტიის ახალი თავჯდომარის არჩევაზე არ საუბრობენ.

გუშინ, თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ წერილი გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ენმ-მ ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. მისივე შეფასებით, ენმ ამომრჩევლისთვის დაბნეულობას და გაურკვევლობას ასხივებდა.

კომენტარები