კომუნიკაციები

მაგთიკომი დელტაკომის 100%-იან წილს ყიდულობს

techreviewer.co.uk

მაგთიკომი დელტა კომის 100%-იანი წილის შესყიდვას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს. კომისიაში მაგთიკომის გამსხვილებასთან დაკავშირებით დღეს ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა. დელტა კომი საქართველოს ინტერნეტ ბაზრის 7.5%-ს ფლობს.

ეს მაგთიკომის მიერ კავკასუს ონლაინის საცალო სეგმენტის შესყიდვის შემდეგ მეორე მსხვილი გარიგება იქნება, რომელიც კომპანიის ზომას გაზრდის. ბაზრის რეგულატორი ანუ კომუნიკაციების ეროვნული კომისია სწავლობს თუ რა შედეგი ექნება ამ გარიგებას ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე.

საქართველოს ინტერნეტ ბაზრის მოთამაშეთა საბაზრო წილები ასე გამოიყურება:

  1. კავკასუს ონლაინი - 41.8%
  2. სილქნეთი - 29.1%
  3. ფოპტნეტი - 18.9%
  4. დელტა კომი - 7.5%
  5. ჯეოსელი - 2.7%

დელტა კომი ადგილობრივი დაშვების ფიქსირებული და მაგისტარლური ქსელების მფლობელი ინტერნეტპროვაიდერია, რომელიც თბილისში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში ოპერირებს.  

კომუნიკაციების ეროვნული კომისია მიმდინარე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ გადაწყვეტილებას 2016 წლის 15 ნოემბერს 15:00 საათზე ჩანიშნულ სხდომაზე გამოაცხადებს.

კომენტარები