რუსთავი 2-ის ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, ნაგავსაყრელზე შუა ხნის მამაკაცის ფერფლი აღმოაჩინეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი დანაშაულისთვის პოლიციამ 16 წლის გოგონა დააკავა.
რუსთავი 2-ისვე ცნობით, დაკავებული გოგონა დანაშაულს აღიარებს.
როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდართან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი 17:00 საათზე გაიმართება.





