ავარია

რუსთაველზე მანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა

ტაბულა

რუსთაველზე მანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. ქალი ქუჩაზე გადადიოდა.

როგორც ტაბულას კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ტერიტორიაზე მობილიზებულები იყვნენ სასწრაფო და საპატრულო სამსახურები.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მას მსუბუქი დაზიანებები აქვს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს "ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება". მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების შეზღუდვას ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

კომენტარები