საარჩევნო სისტემა

წულუკიანი: ის საარჩევნო მოდელი, რომელიც გვაქვს, არის კარგი

ვფიქრობ, რომ ის საარჩევნო მოდელი, რომელიც გვაქვს, არის კარგი. კოალიციამ დადო პირობა, კოალიციამ, რომლის ნაწილიც იყო ქართული ოცნება, რომ მაჟორიტარულ სისტემას გააუქმებდა. მე, როგორც ერთ იურისტს, ერთ იუსტიციის მინისტრს, მგონია, რომ ყველა რეგიონს სჭირდება თავისი წარმომადგენელი პარლამენტში და მაჟორიტარობა არის კარგი ინსტიტუტი, ეს ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს. მთავარი იყო ის, რაც გაკეთდა, ეს ნამდვილად საჭიროებდა ცვლილებას, რომ მესტიას და ნაძალადევს არ ჰყოლოდათ ერთი წარმომადგენელი პარლამენტში. ეს გასწორდა, მაგრამ მე, როგორც ერთი მინისტრი, არ ვფიქრობ, რომ მაჟორიტარული სისტემა გასაუქმებელია. თუმცა, პარტია გადაწყვეტს იმას, რასაც გადაწყვეტს და ჩვენ, იუსტიციის სამინისტრო, სავარაუდოდ, ვიქნებით ცვლილებებში ჩართული.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საარჩევნო მოდელზე.

კომენტარები