Thomson Reuters

მედიაკომპანია Thomson Reuters-ი 2000-მდე თანამშრომელს გაათავისუფლებს

Reuters

მედიაკომპანია Thomson Reuters-ი 2000-მდე თანამშრომელს გაათავისუფლებს. ამ ინფორმაციას თავად სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

კომპანიაში აღნიშნავენ, კადრების შემცირება ფინანსური ხარჯების დაზოგვასა და კომპანიაში მიმდინარე რესტრუქტურიზაციას უკავშირდება. ამ ნაბიჯით Thomson Reuters-ი 250 მილიონამდე დოლარს დაზოგავს.

Thomson Reuters-ი თანამშრომლებს 39 ქვეყნიდან გაათავისუფლებს. მედიაკომპანიას მსოფლიოს ყველა ფილიალში 48 000-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

კომენტარები