საოკუპაციო ხაზი

რუსმა მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზთან კიდევ ერთი ქართველი დააკავეს

radiotavisupleba.ge

რუსმა მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზთან კიდევ ერთი ქართველი დააკავეს. 49 წლის ალექსი დოთიაშვილი ცხინვალის მილიციის იზოლატორში იმყოფება. დაკავებულის შვილების თქმით, ალექსი დოთიაშვილი სოფელ კირბალის განაპირას, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ტყეში შეშის შესაგროვებლად იყო წასული, რის შემდეგაც გაუჩინარდა.

„სამწუხაროდ, სოფელ კირბალიდან ჩვენი მოქალაქე გაიტაცეს. ძალიან ცუდი ფაქტია, თუმცა ამ დროისთვის უკვე ყველა უწყება საქმის კურსშია ჩაყენებული და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები იმისთვის, რომ უმოკლეს დროში მოხდეს ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ალექსი დოთიაშვილის გათავისუფლება", - განაცხადა ინტერპრესნიუსის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა.

ბოლო ათი დღის განმავლობაში, ეს საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცების უკვე მესამე შემთხვევაა.

კომენტარები