არჩევნები 2016

ნავერიანი ბოკერიას: ქვებს ვერ გასროლინებთ კიდევ და ვერც ვერაფერს გაგაკეთებინებთ

არანაირი ძალადობა არ ყოფილა, თქვენ თვითონ ხედავთ... ქვებს ვერ გასროლინებთ დღეს კიდევ და ვერც ვერაფერს გაგაკეთებინებთ... დამშვიდდით, ნუ აკეთებთ ამის პროვოცირებას, რომ აქ რაღაცა ხდება, არაფერი არ ხდება. 

ქართული ოცნების მარნეულის მაჟორიტარი კანდიდატი თამაზ ნავერიანი ენმ-ის წევრის გიგა ბოკერიას ინფორმაციაზე, რომ 50-ე უბანზე ენმ-ის დამკვირვებლები გამოაძევეს, ამომრჩეველს მარკირებას არ უკეთებენ და მათ საკუთარი ბიულეტენის ჩვენებას სთხოვენ.

კომენტარები