მიგრანტთა კრიზისი

გაერო: სავარაუდოდ, ზღვაში დაღუპულ მიგრანტთა რიცხვი 2016 წელს ყველაზე მაღალი იქნება

გაეროს ლტოლვილთა საკითხებში უმაღლესი კომისარიატის პრესმდივნის უილიამ სპინდლერის თქმით, სავარაუდოდ, ხმელთაშუა ზღვაში დაღუპულ მიგრანტთა რაოდენობა 2016 წელს ყველაზე მაღალი იქნება.

გაეროს მონაცემებით, ამ დროისთვის, ხმელთაშუა ზღვის გადალახვის მცდელობისას, 2016 წელს 3740 მიგრანტი დაიღუპა, რაც 30 ადამიანით ჩამორჩება 2015 წელს დაღუპულთა რაოდენობას.

სპინდლერის თქმით, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმ კონტრაბანდისტების ქმედებებია, რომლებიც ზღვის გადაკვეთას უკეთებენ ორგანიზებას და უსაფრთხოების არანაირ ზომას არ იცავენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი კი, ევროკავშირისა და თურქეთის შეთანხმების შესაბამისად, თურქეთ-საბერძნეთის საზღვაო მარშრუტის შეფერხებაა, რომელიც შედარებით უსაფრთხო იყო. გაეროს მონაცემებით, ყველაზე სახიფათო ლიბიასა და იტალიას შორის არსებული საზღვაო მარშრუტი აღმოჩნდა.

კომენტარები