მიგრანტთა კრიზისი

იტალიის კუნძულ ლამპედუზას მახლობლად გემის ჩაძირვას 41 მიგრანტი ემსხვერპლა

Valeria Ferraro/Anadolu Agency via Getty Images

იტალიის კუნძულ ლამპედუზას მახლობლად გემის ჩაძირვას 41 მიგრანტი ემსხვერპლა. ინფორმაცია ადგილობრივ მედიას გადარჩენილებმა მიაწოდეს.

ოთხი ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა მაშველებს უთხრა, რომ გემი, რომელზეც ისინი იმყოფებოდნენ, ტუნისის ქალაქ სფაქსიდან იტალიისაკენ მიდიოდა. 

ტუნისის ხელისუფლება აცხადებს, რომ სფაქსი, რომელიც საპორტო ქალაქ ლამპედუზადან დაახლოებით 130 კილომეტრში მდებარეობს და პოპულარული გასასვლელია მიგრანტებისთვის, რომლებიც ევროპაში უსაფრთხოებისა და უკეთეს ეკონომიკურ პირობებისთვის ჩადიან.

2023 წელს ჩრდილოეთ აფრიკიდან ევროპაში გადასვლისას 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 

კომენტარები