არჩევნები 2016

ხოშტარია: საქართველო ერთპარტიული დიქტატის საფრთხის წინაშე დგას

დღეს რეალურად საქართველო დგას ძალიან დიდი საფრთხის, ერთპარტიული დიქტატის წინაშე, თან არაფორმალური მმართველის პირობებში. ჩვენ, როგორც ძალიან დიდი პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალა, რომელიც სამწუხაროდ დარჩა ერთადერთ პროდასავლურ ძალად მთელ პოლიტიკურ სპექტრში, რადგან სხვებმა ვერ გადალახეს ბარიერი, განსაკუთრებულად ვალდებულები ვართ არ დავუშვათ ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა და მტკიცედ გავდივართ მეორე ტურში საბრძოლველად.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი ელენე ხოშტარია, რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემაში - არჩევანი

კომენტარები