არჩევნები 2016

აქტივობა 20:00-სთვის: მარნეული - 61.4%, ზუგდიდის სოფლები - 51.6%

facebook.com/CentralElectionCommissionOfGeorgia

ზუგდიდსა და მარნეულში განმეორებითი კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოსახლეობის აქტივობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია გამოაქვეყნა. მარნეულში 1436 ამომრჩევლიდან უბანზე 766 მივიდა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლების 61.4%-ია. ზუგდიდის სამივე ოლქში ჯამში 2484 ამომრჩევლიდან უბანზე 1468 გამოცხადდა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 51.6%-ია. 

ცესკოში არ დაუზუსტებიათ თუ როდის იქნება ცნობილი განმეორებითი კენჭისყრის შედეგები. 

ქვეყნის მასშტაბით სულ 4 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, აქედან სამი ზუგდიდში ხოლო ერთი მარნეულში. ყვლეა უბანი საღამოს 8 საათზე, განსაზღვრულ დროს დაიხურა. ზუგდიდში კენჭისწყრა სოფელ ჯიხაშკარის ორ უბანსა და სოფელ განმუხურში ჩატარდა, მარნეულში კი სოფელ ყიზილაჯლოს უბანზე. 

მაჟორიტარულ არჩევნებში ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობიდან სანდრა რულოვსი ხოლო ქართული ოცნებიდან ედიშერ თოლორაია იღებდნენ მონაწილეობას. მარნეულში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევია, ხოლო ქართული ოცნებიდან თამაზ ნავერიანი. 

 

კომენტარები