განმეორებითი არჩევნები

სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესი შეფერხებებით დაიწყო

ტაბულა

სოფელ ყიზილაჯლოში კენჭისყრის პროცესი შეფერხებებით დაიწყო. 48-ე საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა ამის მიზეზი კენჭისყრისწინა პროცედურების დაგვიანებით ჩატარება გახდა. როგორც დამკვირვებლები ამბობენ, დაფიქსირდა პროცედურული დარღვევები. როგორც ადგილიდან ტაბულას ჟურნალისტი იტყობინება ამ დროისათვის 7 საჩვარია დაწერილი. მარნეულში ასევე დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა როცა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი არა საარჩევნო კაბინაში, არამედ რეგიტრაციის მაგიდასთან დააფიქსირა. შელაპარაკება მოხდა დამკვირვებლებსა და კომისიის წევრებს შორის. 

„დარღვეული იყო თავიდანვე საარჩევნო უბნის გახსნის პროცედურები. უბანი გაიხსნა დაგვიანებით. შესაბამისად წილისყრები ჩატარდა დარღვევით. ორი წილისყრა საერთოდ გამოტოვეს. ასევე დარღვეული იყო პირველი ამომრჩევლის მიღების პროცედურა, იმიტომ რომ პირველი ამომრჩევლის მიღებისათვის საარჩევნო ბიულეტენების ბლოკნოტები და რეგისტრატორების ბეჭდები არ იყო დარიგებული, ასევე არ გამოუცხადებიათ დალუქული ბიულეტენების რაოდენობები. არ გამოუცხადებიათ სპეციალური ბეჭდის ნომერი, არ გამოუცხადებიათ ლუქის ნომერი მითითების გარეშე და ასე შემდეგ. კენჭისყრის მიმდინარეობის ეტაპისთვისაც დაფიქსირდა  დარღვევები. ამომრჩეველს რეგისტრატორის მაგიდასთან ახაზინებენ ბიულეტენებს, კაბინის უკან დგას დამკვირვებელი, რომელიც ჩემი აზრით არღვევს კენჭისყრის ფარულობის პრინციპს.  მთელი რიგი დარღვევებია ისეთი, რომელიც ვფიქრობთ, რომ არის საკმაოდ უხეში გადაცდომა კანონისგან.“- ამბობს დამკვირვებელი, არასამთავრობო ორგანზაცია სამოქალაქო განვითარების საეთაშორისო ქსელის წარმომადგენელი თეა ქეცბაია.

ცესკოს ინფორმაციით, კი ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის დილის 8:00 სთ-დან გაიხსნა. დარბევის და დაპირისპირების გამო ჩაშლილ უბნებში განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრა მარნეულის ერთ და ზუგდიდის სამ უბანში ტარდება. ზუგდიდში ძირითადი კონკურენტები არიან სანდრა რულოვსი (ენმ) და ედიშერ თოლორაია (ქართული ოცნება). მარნეულში კი, აჰმედ იმამკულიევი (ენმ) და თამაზ ნავერიანი (ქართული ოცნება). მარნეულის მუნიციპალიტეტის №48-ე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 1 436 ამომრჩეველი, ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამივე საარჩევნო უბანზე ჯამში 2 844 ამომრჩეველია.

კომენტარები