სიძულვილით მოტივირებული დანაშაული

ტრანსგენდერი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

Getty Images

ტრანსგენდერი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა - ამის შესახებ ტაბულას იმ კლინიკაში განუცხადეს, სადაც დაშავებული იმყოფება. მათივე თქმით, პაციენტი უგონო მდგომარეობაშია.

14 ოქტომბერს გვიან ღამით თბილისში 32 წლის ტრანსგენდერ ქალს თავს დაესხნენ. სამართალდამცველებმა ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი რუსთავში დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, დაკავებული წარსულში ნასამართლევია და პირობითი მსჯავრი აქვს შეფარდებული. გამოძიება 19.108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები