თურქეთში სპეცოპერაციის შედეგად, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 19 მებრძოლი დააკავეს

EPA

გუშინ, თურქეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ გაზიანთეფში, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ თავის აფეთქებას, სულ მცირე, 3 პოლიციელი ემსხვერპლა, 9 ადამიანი კი დაშავდა.

აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც პოლიცია ტერორისტების სავარაუდო საცხოვრებელში ჩხრეკას ატარებდა. გაზიანთეფის გუბერნატორის თქმით, სამართალდამცველებმა აფეთქების მიუხედავად, ჩხრეკის შედეგად, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 19 მებრძოლი დააკავეს. 

გუბერნატორისვე ცნობით, პოლიციამ დაკავებულთა სახლებიდან 15 კილოგრამამდე ტროტილი და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები ამოიღო. მისი თქმით, დაკავებულები, სავარაუდოდ, რელიგიური მიმდინარეობა ალევიტების კულტურულ ცენტრზე თავდასხმას გეგმავდნენ.

კომენტარები