ფულადი გზავნილები

2016 წლის სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 13%-ით გაიზარდა

Reuters

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2016 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ $100.2 მილიონი შეადგინა, რაც 13.1%-ით ($11.6 მილიონით) მეტია 2015 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ფულადი გზავნილების უმთავრესი წყარო საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული ქართველი მოსახლეობის მიერ გამოგზავნილი თანხებია.

წინა წელთან შედარებით ფულადი გზავნილების ზრდა ძირითადად თურქეთიდან, ისრაელიდან და საბერძნეთიდან შემომავალი გზავნილების ზრდას უკავშირდება. წინა წელთან შედარებით დაახლოებით 5%-ით შემცირდა რუსეთიდან შემომავალი გზავნილების მოცულობა, რაც რუსეთში არსებულ სავალუტო კრიზისს უკავშირდება, ამ შემცირების მიუხედავად რუსეთი გზავნილების რეიტნგში მაინც პირველ ადგილს იკავებს.

სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში $15.3 მილიონი გაიგზავნა, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით მეტია.

კომენტარები