ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მარნეულის მაჟორიტარი კანდიდატის აკმამედ იმამკულიევის ინფორმაციით, ხელისუფლებამ მარნეულში პარტიის მომხრეების დაკავებები დაიწყო. მისი თქმით, სამართალდამცველები რამდენიმე საათის წინ 7 ადგილობრივი მოსახლის ოჯახში შევიდნენ და ისინი ძალის გამოყენებით განყოფილებაში გადაიყვანეს.
ენმ-ის წევრები და მხარდამჭერები დაკავებებს არჩევნების დღეს სოფელ ყიზილ-აჯლოში მომხდარ ინციდენტს უკავშირებენ და მეორე ტურის წინ ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის დაშინებაზე საუბრობენ.
ტაბულა ინფორმაციის გასარკვევად შსს-სთან ცდილობს დაკავშირებას.