კრიმინალი

ბათუმში გვიან ღამით სუპერმარკეტი დააყაჩაღეს

Getty Images

ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტი გვიან ღამით დააყაჩაღეს.

რუსთავი 2-ის ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ მძარცველმა მოლარეს თანხა იარაღის მუქარით გამოსძალა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. უწყებისვე ცნობით, მძარცველის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

კომენტარები