არჩევნები 2016

დღეს, 18:00 საათზე დავით ბაქრაძე პრესკონფერენციას გამართავს

ტაბულა

დღეს, 18:00 საათზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე პრესკონფერენციას გამართავს. 

ცნობისთვის, ენმ-ის წევრებმა გუშინ განაცხადეს, რომ მათი სამოქმედო გეგმის შესახებ დღეს გახდებოდა ცნობილი. ამასთან დაკავშირებით, მათ კონსულტაციები გამართეს.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 27.11% დააგროვა. პირველადი შედეგებით, მათ ხმა 477 823-მა ამომრჩეველმა მისცა.

კომენტარები