არჩევნები 2016

კობახიძე: "თავდემებში" არიან ადამიანები, რომლებიც იმსახურებენ თანამშრომლობას

სამწუხაროა, რომ რამდენიმე სტრატეგიული შეცდომა დაუშვა ამ პარტიამ [თავისუფალმა დემოკრატებმა] წინასაარჩევნო პერიოდში, რის გამოც საბოლოო ჯამში გაუჭირდა ბარიერის გადალახვა. არიან ადამიანები ამ პარტიაში, რომლებიც იმსახურებენ სიმპათიებს და თანამშრომლობას. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, თუმცა ვისთან როგორ და ა.შ., ეს ყველაფერი არის შემდგომი დაზუსტების საგანი.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე თავისუფალ დემოკკრატებზე. ცნობისთვის, დღეს პარტია ირაკლი ალასანიამ და ალექსი პეტრიაშვილმა დატოვეს.

კომენტარები