არჩევნები 2016

კვირიკაშვილი: ბარიერი 50 პროცენტამდე შეგნებულად ავწიეთ

ტაბულა

ქართული ოცნების საარჩევნო სიის პირველი ნომრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ბარიერი 50 პროცენტამდე შეგნებულად აწიეს. კვირიკაშვილს მეორე ტურში ამომრჩევლების მაღალი აქტივობის იმედი აქვს.

"წინასწარი მონაცემებით, ბევრ საარჩევნო ოლქში მოსალოდნელია მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის მეორე ტური და ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენ სრულიად შეგნებულად ავწიეთ ბარიერი 50 პროცენტამდე, რათა დემოკარტიულობის და ლეგიტიმაციის ხარისხი ყოფილიყო მაღალი. მოგეხსენებათ, რომ ეს არის პირველი საპარლამენტო არჩვენები, როდესაც მაჟორიტარობის კანდიდატებს ასეთი მაღალი ბარიერის გადალახვა უწევთ. დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურშიც იქნება ამომრჩევლების მაღალი აქტივობა და ღირსეული კანდიდატები გაიმარჯვებენ. საერთაშორისო ორგანზიაციების მიერ გაკეთებეული შეფასებების მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობა სამწუხაროდ ცდილობს საკუთარი ამომრჩეველი იზოლაციის, პროვოკაციების და კონფრონტაციის გზით წაიყვანოს, რაც ჩვენი შეფასებით, არის წარსული და არაფერი აქვს საერთო საზოგადოების მოთხოვნებთან, ქვეყნის განვითარების ინტერესებთან. მინდა მადლობა გადავუხადო მედიას, ჟურნალისტებს, რომლებიც მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში და არჩევნების მიმდინარეობისას მაღალპროფესიულად აშუქებდნენ პროცესებს და აწვდიდნენ ამომრჩეველს ობიექტურ ინფორმაციას, აღარაფერს ვამბობ გუშინდელ დღეზე, როდესაც მათ 24-საათიან რეჟიმში იმუშავეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ თავისუფალი და სამართლიანი არჩვენების ჩატარებას და ჩვენი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვებას",- თქვა კვირიკაშვილმა.

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ქართულ ოცნებას 48.61% აქვს.

კომენტარები