არჩევნები 2013

ხადური: პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

ნოდარ ხადური
facebook.com/mofgeorgia

პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ინაუგურაციის ცერემონიალი პომპეზური არ იქნება.

როგორც ნოდარ ხადური ამბობს, რადგან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანხები თითქმის მთლიანად დახარჯულია, ამიტომ მთავრობა ცერემონიალს საკუთარი სარეზერვო ფონდიდან დააფინანსებს. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ინაუგურაციის დაფინანსება გაუთვალისწინებელი ხარჯების ფარგლებში მოხდება. "ჩვენ ძალიან მომჭირნედ ვხარჯავდით მთავრობის სარეზერვო ფონდს წლის განმავლობაში", - აღნიშნა ხადურმა.

კომენტარები