საარჩევნო ინციდენტი

კალაძე: მოვუწოდებთ სამართადამცველებს, დროულად გამოიძიონ ჯიხაშკარის ინციდენტი

კახა კალაძე
ქართული ოცნება

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე ჯიხაშკარში მომხდარ საარჩევნო ინციდენტს გამოეხმაურა. მან სამართალდამცავ ორგანოებს საქმის დაუყონებლივი გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდა.

"მინდა გამოვეხმაურო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში საარჩევნო უბნის დარბევის ფაქტს. მოვუწოდებთ სამართადამცავ ორგანოებს, მოახდინონ დროული რეაგირება სამართალდარღვევის ფაქტზე და უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები, რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებიც არ უნდა იყვნენ ისინი. ბოლო ინფორმაციით, არაა იდენტიფიცირებული პირები, რომლებიც დაუპისიპირდნენ, ასევე, მედიის წარმომადგენლებს. უნდა მოხდეს ამ პირების დაუყონებლივ იდენტიფიცირება. ჩვენი პოლიტიკური ძალა გმობს ნებისმიერ დაპირისპირებას, მით უფრო, როდესაც საქმე ეხება მედიის წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების საქმიანობისთვის ხელის შეშლას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მთლიანობაში საარჩევნო პროცესი წარიმართა მშვიდობიან გარემოში და არანაკლებ მნიშვნელოვანია, ხმის დათვლის პროცედურაც ჩატარდეს მშვიდობიან გარემოში", - თქვა კახა კალაძემ.

სამეგრელოს სოფელ ჯიხაშკარში დარბეულია 79-ე და 108-ე საარჩევნო უბნები. საარჩევნო უბნებზე შეჭრილმა პირებმა გაანდაგურეს საარჩევნო ინვენტარი და ბიულეტენები.

კომენტარები